მხარდაჭერა

კითხვა, პრობლემა ან იდეა გაქვს? მოგვწერე info@mybuild.ge-ზე. ვცდილობთ, ორ სამუშაო დღეში ვუპასუხოთ.

მოგვწერე

რომ სწრაფად დაგეხმაროთ, წერილში მიუთითე, რა ტელეფონი გაქვს (iPhone თუ Android), რას აკეთებდი და რა მოხდა. სქრინშოტიც ძალიან გვეხმარება.

ხშირი კითხვები

რამდენად ზუსტია ხარჯის გამოთვლა?

გამოთვლა ეყრდნობა საშუალო საბაზრო ფასებს და შენ მიერ შეყვანილ მონაცემებს. ის კარგი ორიენტირია ბიუჯეტის დასაგეგმად, მაგრამ საბოლოო ფასი არჩეულ მასალებსა და ხელოსნებზეა დამოკიდებული.

როგორ მივიღო ფასდაკლება?

აპში აირჩიე მაღაზია და ფასდაკლება, მიიღე QR კოდი და სალაროსთან აჩვენე გამყიდველს. კოდი 15 წუთი მოქმედებს. თუ ვადა გაუვიდა, აპში ახალი აიღე.

მაღაზიაში მითხრეს, რომ კოდი არ მოქმედებს. რა ვქნა?

შეამოწმე, ხომ არ გაუვიდა ვადა, და საჭიროების შემთხვევაში ახალი კოდი აიღე. თუ ახალიც არ მუშაობს, მოგვწერე და მიუთითე მაღაზია და დრო.

პაროლი დამავიწყდა

მოგვწერე იმ ელფოსტიდან, რომლითაც დარეგისტრირდი, და პაროლის აღდგენაში დაგეხმარებით.

როგორ წავშალო ანგარიში?

ყველაფერი წერია გვერდზე ანგარიშის წაშლა.

მაღაზია მაქვს. როგორ დავამატო ფასდაკლება?

მოგვწერე მაღაზიის სახელით, მისამართით და იმ ფასდაკლებით, რომლის შეთავაზებაც გინდა. ფასდაკლებას აპში წერილობითი შეთანხმების შემდეგ ვამატებთ.